გურიის ყოფილი გუბერნატორი მერაბ ჭანუყვაძე სუს - ში დაიბარეს
ავტორი: გურიის მოამბე
გურიის ყოფილი გუბერნატორი მერაბ ჭანუყვაძე სუს - ში დაიბარეს

გურიის ყოფილი გუბერნატორი და "ქართული ოცნების" ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე, მერაბ ჭანუყვაძე, სახელმწიფო უშიშროების სამსახურის ანტიკორუფციულ დეპარტამენტში დაკითხვაზე დაიბარეს.

როგორც "გურიის მოამბეს" სუს - იდან აცნობეს, ჭანუყვაძის დაკითხვა რამდენიმე საათს გრძელდებოდა და ის ძირითადად, მისი ოზურგეთის გამგებლობის პერიოდში, გურიის შავიზღვისპირა ზოლში უკანონოდ გაყიდულ მიწებს, მათ შორის ე.წ. "შრომის პედაგოგთა" საქმეს შეეხებოდა.

ჩვენი წყაროს ცნობით, გამოძიება ჭანუყვაძეს ბრალს, დიდი ალბათობით ახლო მომავალში, მას შემდეგ რაც "შრომის პედაგოგთა საქმის" სასამართლო განხილვა დასრულდება, წაუყენებს.

'.$TEXT['print'].'