"ქართული ოცნება" ვოლსკის "ნაციონალური მოძრაობის" მხარდაჭერაში ადანაშაულებს
ავტორი: გურიის მოამბე
"ქართული ოცნება" ვოლსკის "ნაციონალური მოძრაობის" მხარდაჭერაში ადანაშაულებს

"ინდა მივმართო ოზურგეთში ქართული ოცნების ერთგულ თანამებრძოლებს' რომლებმაც ამ დღეებში მიიღეს სერიოზული დარტყმა პარლამენტის იმ დეპუტატებისგან' რომლებიც ნაციონალი მერის და გუბერნატორის "საქმიანობას აპრავებენ". ჭანუყვაძის და სიორიძის გაკეთებულ საქმეებს შარაშენიძეს აწერენ. ამ დროს' პარტიის აქტივი სრულად იგნორირებულია პარლამენტარების მიერ"

ასე იწყება მმართველი სახელისუფლებო პარტიის, "ქართული ოცნების" ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის წევრის ნუგზარ გიორგაძის მიმართვა, რომელშიც ის პარტიის სხვა წევრების სახელიტაც საუბრობს და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს, გია ვოლსკის, "ნაციონალური მოძრაობის მხარდაჭერაში ადანაშაულებს.

ეს მიმართვა ადგილობრივი "ქართული ოცნების" ერთ ერთმა აქტივისტმა, ნუგზარ გიორგაძემ, მისივე ფესიბუკ გვერდზე გაავრცელა:

".პოლიტიკაში გამოცდილება უმთავრესია და მის დაგროვებას პრაქტიკა სჭირდება. ასეთ პოლიტიკოსად მესახებოდა ქართული ოცნების ლიდერი' გია ვოლსკი' რომელიც მოსახლეობასთან შესახვედრად არის ოზურგეთში ჩამოსული. ამ შეხვედრებმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა' რადგან უმრავლესობის ლიდერი დაკავებულია ნაციონალი მერის და აგრეთვე კაცმა არ იცის  საიდან მოსული გუბერნატორის "გაპრავებით". როცა მოსახლეობას ეუბნება - საქმიანი  მერი გყავთო... ამით ბატონმა გიამ  ქართული ოცნების პარტიულ აქტივს  ოზურგეთში უთხრა რომ ის მხარს უჭერს ნაციონალ  მერს და მის ნაც მხარდამჭერებს. ამიტომ  შეხვედრაზე  ჩვენგან იქნება მწვავე და სამართლიანი შეკითხვები დასმული. მან აუცილებლად უნდა გვიპასუხოს შეკითხვაზე თუ საით მიექანება ოცნება."- წერს გიორგაძე და მიიჩნევს რომ: ".ადამიანები" რომლებმაც მხარდაჭერა და ერთგულება გამოუცხადეს ბიძინა ივანიშვილს და ქართულ ოცნებას' სამწუხაროდ "კრასნოდარის ციგნებივით" ქუჩაში არიან დაყრილი" (სტილი დაცულია).

გიორგაძის ინფორმაციით,  "ქართული ოცნების"  წევრები განაწყენებული  არიან  შექმნილი სიტუაციის გამო და  აპირებენ პარტიის დატოვებას და სხვადასხვა პარტიებში გადასვლას.

"ქართული ოცნების" აქტივისტის გია ვოლსკისთან ერთად გურიის გუბერნატორს ზურაბ ნასარაიას და ოზურგეთის მერს კოტე შარაშენიძეს აკრიტიკებს და ამბობს: "საწყენია' როდესაც გურიაში გუბერნატორად ერთი გურული კაცი და გურიის გულშემატკივარი არ ან ვერ მოიძებნა. დროა ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას!" - წერს გიორგაძე. 

"თუ ბიძინა ივანიშვილი არ დაუბრუნდება უმღლეს ხელისუფლებას და თვითონ არ შეუდგება ქვეყნის მართვას გახარია' კალაძე' თალაკვაძე' კობახიძის გუნდთან ერთად' რომლებიც ქვეყნის აღმშენებლობისათვის იღწვიან' ვიტოვებ უფლებას, რომ დავტოვო "ქართული ოცნება" - ცახადებენ  ოზურგეთის "ქართულ ოცნებაში".

ცნობისათვის "ქართული ოცნების' ერთ ერთი ლიდერი გია ვოლსკი, რამდენიმე კვირაა ოზურგეთსი იმყოფება და ის, სოფლებში ადგილობრივ მოსახლეობას ხვდება.

ოზურგეთსი მმართველ პარტიას ყოფილი გუბერნატორი მერაბ ჭანუყვაძე ხელმძღვანელობს, რომელიც გუბერნატორობიდან ორი წლის წინ პრემიერმა ბახტაძე მიწებთან დაკავშირებული კორუფციული სკანდალის გამო დაითხოვა.

პარტიაში, ადგილზე, დღეს ძირითადად მხოლოდ მისი რამდენიმე მხარდამჭერი ოზურგეთის ყოფილ მერის ბეგლარ სიორიძის მხარდამჭერებტან ერთად მოღვაწეობენ.

თავად ბეგი სიორიძემ მერის არჩევნები დამოუკიდებელ კანდიდატთან კოტე შარაშენიძესთან წააგო, რომეწლიც ასევე ბიძინა ივანიშვილტან ასოცირდება.

დღემდე როგორც ჭანუყვაძე ასევე სიორიძე ღარიბაშვილისა და ვანო ჩხარტიშვილის დახმარებით ცდილობენ ხელისუფლებაში დაბრუნებას.

ამის გამო ადგილობრივი "ქართული ოცნება" მუდმივად თავს ესხმის გურიის გუბერნატორს და ოზურგეთის მერს, რადგან მათ უკან ამ ადამიანების პოლიტიკური ინტერესებია.

 

'.$TEXT['print'].'