ნასაკირალში ამბულატორიის მშენებლობა ორშაბათიდან დაიწყება
ავტორი: გურიის მოამბე
ნასაკირალში ამბულატორიის მშენებლობა ორშაბათიდან დაიწყება

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნასაკირალში საექიმოპ ამბულატორიის მშენებლობა მომავალი კვირის ორშაბათიდან დაიწყება.

ამის შესახებ "გურიის მოამბეს" ნასაკირალიდან აცნობეს.

სულ ოზურგეთში საქართველოს რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით 4 ახალი ამბულატორია აშენდება, 6-ს კი რეაბილიტაცია ჩაუტარდება.

დაგეგმილია ამბულატორიების მშენებლობა კონჭკათის, ნასაკირალის, გურიანთისა და ჭანიეთის ადმინისტრაციულ ერთეულებში,

ხოლო ბაილეთის, შემოქმედის, ნატანების, ბოხვაურის, ნარუჯისა და ურეკის ამბულატორიების რეაბილიტაცია დაიწყება.

სურათზე: ასეთი იქნება ნასაკირალის ამბულატორია მსენებლობის დასრულების შემდეგ:

'.$TEXT['print'].'