სტიქიის შედეგად ნასაკირალში რამდენიმე სახლი დაიტბორა
ავტორი: გურიის მოამბე
სტიქიის შედეგად ნასაკირალში რამდენიმე სახლი დაიტბორა

წუხელ მოსული კოკისპირული წვიმების შედეგად წარმოშობილი ღვარცოფის გამო ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნასაკირალში რამდენიმე საცხოვრებელი სალხი დაიტბორა.

ამის შესახებ ინფორმაცია "გურიის მოამბეს" ნასაკირალის მაჟორიტარმა დეპუტატმა ოზურგეთის მუნიციპალურ საკრებულოსი, ბესო ქათამაძემ მოგვაწოდა.

ადგილობრივების ინფორმაციით, განსაკუთრებით დაბის მეოთხე რაიონი დაზიანდა, სადაც დაიტბოტა საავტომობილო გზა, საყანე ფართობები და თხილის ბაღები.

'.$TEXT['print'].'