არმაზ ახვლედიანი: "ორ წელიწადში აღმოვაჩენთ რომ კურორტი გომისმთა დავკარგეთ"
ავტორი: გურიის მოამბე
არმაზ ახვლედიანი: "ორ წელიწადში აღმოვაჩენთ რომ კურორტი გომისმთა დავკარგეთ"

"სულ რაღაც ორ წელიწადში აღმოვაჩენთ, რომ საზოგადოებამ კურორტი გომისმთა დავკარგეთ, ის რაც იქ ახლა ხდება, მე ვიტყოდი ე.წ. განახლებული უკანონო მშენებლობები არის სრული კატასტროფა".

ეს განცხადება დღეს, ოზურგეთის "დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში" გამართულ საგანგებო ბრიფინგზე "ბახმაროსა და გომისმთის განვითარების და სამოქალაქო პასუ8ხისმგებლობის" საზოგადოების დამფუძნებელმა და თავმჯდომარემ, არმაზ ახვლედიანმა გააკეთა.

"მე ახლა აქ პირდაპირ გომისმთიდან მოვდივარ და ჩემი მიზანია თქვენი დახმარებით შემოვკრა განგაშის ზარები რომ გადავარჩინოთ გომისმთა" -გვითხრა ახვლედიანმა იქ მყოფ ადგილობრივ ჟურნალისტებს და მოგვიწოდა აქტიურად ჩავერთოთ გომისმთის გადარჩენის ღონისძიებებში.

ახვლედიანმა გააკრიტიკა ეკონომიკის განვითარების სამინისტრო, ვის ბალაბსზეც იმყოფება კურორტი და თქვა, რომ ამ უწყებამ უყურადღებობით გომისმთა გაწირა.

მან ასევე მოუწოდა ადგილობრივ ხელისუფლებას უფრო მეტი ყურადღება გამოჩინოს გომისმთის მიმართ და სასწრაფოდ იქნას ზომები მიღებული მასიური უკონონო მშენებლობების აღსაკვეთად.

ახვლედიანის თქმით, მეტი ყურადღება მართებს როგორც აჭარის, ასევე გურიის ხელისუფლებას, ვინაიდან თუ დღეს არ იქნა ზომები მიღებული, ხვალ გვიან იქნება .

ვრცლად საგანგებო ბრიფინგზე გავრცელებულ ინფორმაციას "გურიის მოამბე" ხვალ მოგაწვდით.

 

'.$TEXT['print'].'