დაშავებული ახალგაზრდას მდგომარეობა დასტაბილურდა თუმცა კვლავ მძიმეა
ავტორი: გურიის მოამბე
დაშავებული ახალგაზრდას მდგომარეობა დასტაბილურდა თუმცა კვლავ მძიმეა

წუხელ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ლაითურში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად დაშავებული ადგილობრივის, 25 წლის ახალგაზრდას ჯანმრთელობის მდგომარეობის დასტაბილურება ოზურგეთელმა მედიკოსებმა შეძლეს.

მას "მედალფას" კლინიკაში ოპერაცია ჩაუტარდა.

როგორც აღნიშნული კლინიკიდან გვატყობინებენ, მდგომარეობა კვლავ მძიმეა. 

უახლოეს საათებში მას ქუთაისში კატასტროფების ცენტრში გადაიყვანენ.

როგორც ექიმებმა გვითხრეს, დაშავებულს გულმკერდის ქირურგის ჩარევა ესაჭიროება:

"ძალიან მძიმე მდგომარეობაში შემოიყვანეს, თუმცა მოხერხდა ამ მდგომარეობის დასტაბილურება. შემდგომი მკურნალობისათვის აუცილებელია მისი ტრანსპორტირება ქუთაისში, ამას წუხელსვე ვფიქრობდით, მაგრამ მისი მძიმე მდგომარეობის გამო ტრანსპორტირება შეუძლებელი იყო და ამიტომაც გადავწყვიტეთ აქ გაგვეკეთებია სასწრაფო ოპერაცია, რომელიც დაახლოებით 2 საათს მიმდინარეობდა და მოხერხდა პაციენტის გადარჩენა. თუმცა, მდგომარეობა კვლავ მძიმე რჩება" - გვითხრეს ამ დილით ოზურგეთის "მედალფას" კლინიკაში.

უბედური შემთხვევა რომლის დროსაც ახალგაზრდა დაშავდა წუხელ საღამოს დაბა ლაითურში მოხდა.

ცნობისათვის: უბედური შემთხვევა ოზურგეთში-25 წლის მამაკაცის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა

როგორც "გურიის მოამბისთვის" ხდება ცნობილი, ოზურგეთში, დაბა ლაითურში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად 25 წლის მამაკაცი მძიმედ დაშავდა.

ო. შაინიძე საკუთარი ტრაქტორით (ე. წ ტ-16 "ტაჩანკა") ხრამში გადაიჩეხა.

ტრაქტორის მძღოლმა ავარიის დროს მძიმე დაზიანებები თავის არეში მიიღო, მისი მდგომარეობა ამ დროისთვის კრიტიკულია: "ამ წუთებში  ახალგაზრდა მამაკაცს ქირურგიული ჩარევა უტარდება. მას დიდი რაოდენობით სისხლი აქვს დაკარგული. მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა, ამ ეტაპზე პროგნოზის გაკეთება გაგვიჭირდება"-გვითხრეს ოზურგეთის "მედალფას" სამედიცინო ცენტრში. 

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება. 

წინასწარი ოფიციალური ინფორმაციით, უბედური შემთხვევის მიზეზად ტრაქტორის ტექნიკური გაუმართაობა სახელდება. 

 

'.$TEXT['print'].'