სამი ფრანგული ჯიპი -ოზურგეთის მერიის ახალი შენაძენი
ავტორი: გურიის მოამბე
სამი ფრანგული ჯიპი -ოზურგეთის მერიის ახალი შენაძენი

ოზურგეთის მერია ზედამხედველობის სამსახურს აძლიერებს და ავტოპარკს აახლებს - სამი ფრანგული ჯიპი მერიის ახალი შენაძენი

ოზურგეთის მერიამ ამ დღეებში "რენოს" მარკის სამი ახალი ჯიპი შეიძინა, თითოეულის ღირებულება 16 ათასი აშშ დოლარია.

სამივე მანქანა მექანიკური მოწყობილობისაა, სიჩქარეთა კოლოფი - 6; ძრავის სიმძლავრე 1,5; მუშაობს დიზელზე და ყოველ 100 კილომეტრზე 5 ლიტრს წვავს.

როგორც "გურიის მოამბეს" ოზურგეთის მერიაში განუცხადეს, არსებულ სიტუაციაში მერია გეგმავს ზედამხედველობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურების გაძლიერებას.

აღნიშნული ტიპის მანქანები უზრუნველყოფენ სამსახურების წარმომადგენლების ოპერატიულ რეაგირებას მუნიციპალიტეტის მთელს ტერიტორიაზე:"

"განსაკუთრებით მნიოშვნელოვანია სწრაფი რეაგირებები უკანონო მშენეწბლობებზე, აქ პრიორიტეტი კურორტები გომისმთა და შეკვეთილი იქნება და ასევე მდინარეებზე ინერტული მასალების უკანონოდ და წესების დარღვევით მოპოვებაზე. გარდა ამისა მნიშვნელოვან და პრიორიტეტულ მიმართულებადაა აღიარებული მიმდინარე და განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტები, ავტოპარკის განახლებაც ამ მიმართებით მუშაობის გაუმჯობესების აუცილებლობამ განაპირობა" - გვითხრეს მერიაში.

 

'.$TEXT['print'].'