როგორ დავსაჯოთ ოზურგეთის მერი? - იურისტის რჩევა "ოცნებას"
ავტორი: გურიის მოამბე
როგორ დავსაჯოთ ოზურგეთის მერი? - იურისტის რჩევა "ოცნებას"

ბოლო ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებიდან თითქმის ორი წელი გავიდა, მიუხედავად ამისა "ქართული ოცნება" ვერ ეგუება განცდილ მარცხს ოზურგეთის მერობის არჩევნებში და აგერ უკვე ორი წელია გამუდმებით აანონსებს ოზურგეთის მერის, კოტე შარაშენიძის დასჯას, ეს ხან მისი იმპიჩმენტის დაანონსებაში გამოიხატება, ხან კიდევ სისხლის სამართლის საქმეების აღძვრაში, ხან პროკურატურით იმუქრებიან ხან კიდევ "სუსით".

არ ჩაუვლია მმართველი პარტიისა თუ ხელისუფლების არცერთი მაღალჩინოსნის სტუმრობას ისე, რომ მასთან ორი სამი "ოცნების" აქტივისტი არ მისულიყო და ეს მოთხოვნა ღიად თუ "ყურში ჩაჩურჩულებით' არ დაეყენებინთ.

მიზეზი მმართველი პარტიის მერზე განრისხებისა ერთადერთია ის თურმე "ნაციონალია".

არადა თავად შარაშენიძე პარტიის ლიდერ ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული პირია და მერად არჩევამდე მის კომპანიაში მუშაობდა ერთერთ მაღალ თანამდებობაზე:

იურისტი კახა ჩავლეშვილი ამტკიცებს რომ პარტიას არჩეული მერის გადასაყენებლად არანაირი მექანიზმი და შესაძლებლობა დღესდღეობით არ გააჩნია, თუმცა რახან საქმე "დასჯას" ეხება, "ოცნებას" სოციალურ ქსელ ფეისბუკის მეშვეობით რჩევას აძლევს, რომ თუ კოტე შარაშენიძის დასჯა უნდათ მაშინ ის პარტიაში უნდა აღადგინონ და გააუქმონ სამი წლის წინანდელი გადაწყვეტილება შარაშენიძის პარტიიდან გარიცხვის შესახებ.

"თუმცა ასეთიც არაფერი დაუშავებია მერს რომ პარტიაში აღადგინონ, მაგრამ ეს - "ქართული ოცნების" წევრობა -  ალბათ ყველაზე მძიმე სასჯელია დღეს ნებისმიერისათვის" ამბობს ჩავლეშვილი.

"პარტიული ,,სასჯელი,, უკვე დააკისრეს სამი წლის წინ და გარიცხეს, ახლა, ალბად, სასჯელის , სახით პარტიის წევრად აღდგენას ითხოვენ :) ახლა ასეთიც არაფერი არ დაუშავებია" - წერს ჩავლეშვილი;

'.$TEXT['print'].'