სტიქიის გამო ოზურგეთი ჩოხატაურის მიმართულებით ავტომიმოსვლა შეწყვეტილია
ავტორი: გურიის მოამბე
სტიქიის გამო ოზურგეთი ჩოხატაურის მიმართულებით ავტომიმოსვლა შეწყვეტილია

სტიქიის გამო ოზურგეთი ჩოხატაურის მიმართულებით ავტომიმოსვლა ამ დროისათვის შეწყვეტილია და ოზურგეთიდან ჩოხატაურის და ასევე 10-მდე სოფლებში, მათ შორის ნაგომარი, ბახვი მიმართულებით, გადაადგილება შემოვლითი გზებით მიმდინარეობს.

ამის შესახებ "გურიის მოამბეს" ოზურგეთის მერიის პრეს სამსახურიდან აცნობეს.

საავტომობილო მიმოსვლის დროებით შეწყვეტის მიზეზი მოსული უხვი ნალექის შედეგად მდინარე ნატანების ადიდება გახდა, რომელმაც დატბორა სოფელ დვაბზუს მონაკვეთზე ოზურგეთი Cოხატაურის საავტომობილო გზაზე მდებარე შემოვლითი ხიდი.

ვინაიდან ცენტრალური ხიდის რეკონსტრუქცია მიმდინარეობს, რამდენიმე თვეა ამ მიმართულებით გადაადგილება იქვე სპეციალურად აშენებული შემოვლითი ხიდით ხდებოდა.

იმავე პრეს სამსახურის ცნობით, სტიქიის შედეგად დაიტბორა ერთი საცხოვრებელი სახლი სოფელ წითელმთაში (შემოქმედის თემი) და ერთიც, ქალაქ ოზურგეთში თაყაიშვილის ქუჩის მეორე ჩიხში.

 

'.$TEXT['print'].'