პატრული საქონელს დაეჯახა და მეპატრონე დააჯარიმა
ავტორი: გურიის მოამბე
პატრული საქონელს დაეჯახა და მეპატრონე დააჯარიმა

"საპატრულო ეკიპაჟი დაეჯახა ჩემს კუთვნილ მსხვილფეხა რქოსან პირუტყვს, ადგილზე მოკლა და მე დამაჯარიმა, გთხოვთ დამეხმაროთ უსამართლოდ მექცევიან, მჩაგრავენ სამი საპატრულო ეკიპაჟი იყო, დაიწყეს ვაჭრობა, რომ ვერ შევთანხმდით მერე მე დამაჯარიმეს" - განუცხადა "გურიის მოამბეს" ახლახანს ფერმერმა სოფელ მერიიდან, თემურ ქამადაძემ.

მისივე განცხადებით, შემთხვევა დაახლოებით ერთი საათის წინ სოფელ მერიაში, ადგილობრივ ბენზინგასამართ სადგურთან მაშინ მოხდა, როცა ის სოფელ ნაღობილევიდან, სადაც მას პატარა ფერმერული მეურნეობა აქვს,  საკუთარ მსხვილფეხა რქოსან პირუტყვებს სოფელ მერიაში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში მიერეკებოდა:

"არ მომცეს საშუალება რომ მომაკვდავ პირუტყვს დავხმარებოდი, ახლაც იქ აგდია საქონელი, მასხრად მიგდებდნენ დაკითხვას აწარმოებდნენ საქონელი კი კვდებოდა" - გვეუბნება ქამადაძე.

ქამადაძის თქმით. საპატრულო ეკიპაჟების თანამშრომლები მასზე ზეწოლას ახორციელებდნენ რომ რაღაც ოქმზე ხელი მოეწერა, თუმცა ეს უკანასკნელი არ დათანხმდა და ახლა გურიის პოლიციის დეპარტამენტში მიემართება პატრული წინააღმდეგ სარჩელის შესატანად.

წყარო "გურიის მოამბე"

'.$TEXT['print'].'