ოზურგეთში გაზიფიცირების სამუშაოები მიმდინარეობს
ავტორი: გურიის მოამბე
ოზურგეთში გაზიფიცირების სამუშაოები მიმდინარეობს

ქვეყნის სრული გაზიფიცირების მიზნით, მთავრობის სამწლიანი გეგმის ფარგლებში, საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია, გაზიფიცირების საპროექტო და სამშენებლო სამუშაოებს აქტიურად ახორციელებს. დღეს, გაზის ტრანსპორტირების კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ჯაბა ხმალაძემ, გურიის მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა ზურაბ ნასარაიამ და ოზურგეთის მერის მოადგილე ოსიკო თოთიბაძემ, ოზურგეთის სოფლებში მზიანსა და დაბალ ეწერში გაზიფიცირების სამუშაოები დაათვალიერეს. პროექტის ფარგლებში, ორივე სოფელში,15 643 გრძივი მეტრი გაზსადენი აშენდება და გაზიფიცირების საერთო ქსელში 266 აბონენტი ჩაერთვება. პროექტის ჯამური ღირებულება 475 606 ლარს შეადგენს. სამუშაოები მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება.

'.$TEXT['print'].'