"ევროპის მემკვიდრეობის დღეები"
ავტორი: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრი
"ევროპის მემკვიდრეობის დღეები"

"ევროპის მემკვიდრეობის დღეები 2019" ოზურგეთში კულტურული ღონისძიებებით აღინიშნა. გაიმართა შემეცნებით-გასართობი აქტივობები: შესრულდა ქორეოგრაფიული ნომრები, ხალხური რეწვის უორქშოფი, ვიქტორინა ევროპული კულტურის შესახებ, ფილმის ჩვენება, ქართული ხალხური ინსტრუმენტებით ევროპული მუსიკა შესრულდა. ევროპის მემკვიდრეობის დღეები ყოველი წლის შემოდგომაზე, ერთ-ერთ შაბათ-კვირას იმართება და წარმოადგენს ევროპულ ღირებულებებზე დაფუძნებულ ღონისძიებათა ერთობლიობას. მონაწილეობს ევროპის კულტურული კონვენციის ხელმომწერი 50 ქვეყანა. ღონისძიება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის განყოფილების, ა(ა)იპ "კულტურის და მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრის" ორგანიზებით კულტურისა და დასვენების პარკში გაიმართა.

ოფიციალური ინფორმაცია


'.$TEXT['print'].'