"ევროპული საქართველო" ადგილობრივი ლიდერები "ნაცმოძრაობის" ადგილობრივებს რეგიონში "თბილისური ზიზღის" გადმოტანაში ადანაშაულებენ
ავტორი: გურიის მოამბე
"ევროპული საქართველო" ადგილობრივი ლიდერები "ნაცმოძრაობის" ადგილობრივებს რეგიონში "თბილისური ზიზღის" გადმოტანაში ადანაშაულებენ

"ევროპული საქართველოს" ადგილობრივი ლიდერები "ნაცმოძრაობის" ადგილობრივ ლიდერებს "თბილისური დაძაბულობის" რეგიონში გადმოტანისაგან თავის შეკავებას ურჩევენ

ამის შესახებ განცხადება საკუთარ ფეისბუკ გევრდზე "ევროპული საქართველოს" ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის ერთ ერთმა ლიდერმა, ორგანიზაციის აღმასრულებელმა მდივანმა, ჯაბა ღლონტმა: 

"სამწუხაროდ ამ დაძაბულობის გადმოტანას ცდილობს ზოგიერთი ადგილობრივი ოპონენტი ლიდერი რეგიონებში და კერძოდ ოზურგეთში.
თუ შეხვალთ მათ პირად გვერდზე რო იტყვიან არაფერს გვაკლებენ მოკლედ საზიზღრობაა" წერს ღლონტი.

აღმასრულებელი მდივანი იომედოვნებს, რომ ამ "დაპირისპირების გადმოტანა" ოპონენტ  ლიდერებს "ახალგაზრდობით" მოსდით და მათ ოზურგეთის ბოლო 30 წლოვანი ისტორიის გადახედვისაკენ მოუწოდებს, სადაც "თბილისური დაპირისპირების" გადმოტანას შავ ბნელ 90 -იან წლებში "მხედრიონიც" კი გაურბოდა და ზიზღის ფრქვევას და ანგარიშსწორებას მაშინაც კი არ ჰქონია ადგილი, როცა გურია ქობალის შენაერთებმა დაიკავეს:

"მხედრიონის დროს მაშინ წმ. ილია მართლის საზოგადოების წევრი ვიყავი, ჩვენი ხელისუფლების დამხობის დღეს 6 იანვარს ოზურგეთში ერთმანეთისთვის არ გვისვრია, არც 93 როცა ქობალიას ტანკები შემოვიდნენ, იმ დღეს ყველაფერი გავაკეთეთ რომ მძიმე ტექნიკას და ცოცხალ ძალას ოზურგეთი დაეტოვებინა, თუმცა მაშინაც იყვნენ ადამიანები რომლებიც სროლის და დაპირისპირების მომხრე იყო.
ჩვენს ქალაქში ერთმანეთის სისხლი არ დაგვიღვრია"-წერს ღლონტი და აცხადებს, რომ - "ოზურგეთში ასეთი ქცევებით ახალგაზრდა ლიდერები შორს ვერ წავლენ".

"ეხლა რომელიმე პარტიის ლიდერს თუ გონია ჯაბა ღლონტს ან წერა ეშლება ან სიტყვების მარაგი არ აქ ან ვინმეზე ნაკლებად ავწევ ტემპერატურას ოზურგეთში ძალიანაც შემცდარა.
მე ოზურგეთში დავიბადე და გავიზარდე და სიკვდილსაც აქ ვაპირებ, ჩემთვის ჩემი ქალაქი ძვირფასია და ნამდვილად არ მაქ სურვილი აქ რაიმე ცუდი მოხდეს,
ვინც მიცნობს იცის რომ მე ოზურგეთზე თუ რამე გაუთვალისწინებელი არ მოხდა არაფერს ვწერ ვცდილობ ყოველთვის ეთიკის ნორმებში ჩავჯდე.
ჩემი და საქართველოს მტრად მივიჩნევ რუს ოლიგარქს და მის დაქირავებულ მარიონეტებს და არა აქ ჩემს ქალაქში მყოფ გზააბნეულ ზოგიერთ პიროვნებას.
ამიტომ მოვუწოდებ ყველა პროდასავლურ პოლიტიკურ ძალას და მის ლიდერს შეეშვით ზიზღის დათესვას ოზურგეთში, ვიმეორებ არავისზე ნაკლებად არ შემიძლია წერა და ნუ მაიძულებთ შევცვალო ჩემი დამოკიდებულება ოზურგეთში პროცესებთან დაკავშირებით.
ვაკეთოთ ჩვენი საქმე ვიმუშაოთ ამომრჩეველთან და ისე ნუ ვიზამთ მომავალში ერთმანეთის შეხვედრა შევრცხვეს.
ვიმეორებ მიუხედავად რიგი საკითხების მიმართ განსხვავებისა მიზანი გვაქ ერთი მტერი გვყავს ერთი" - ნათქვამია ჯაბა ღლონტის მიერ ფეისბუკით გავრცელებულ განცხადებაში.

ცნობისათვის: ამ ორ ყველაზე მსხვილ პროდასავლურ პოლიტიკურ ძალას შორის დაპირისპირებამ გასულ კვირას პიკს მას შემდეგ მიაღწია, როცა "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა, მიხეილ სააკაშვილმა "მთავარ არხთან" საუბრისას, "ევროპული საქართველოს" ლიდერთან, გიგა ბოკერიასთან განსხვავებებზე ისაუბრა და მათ სორის ეროვნული, ტრადიციული ფასეულობებისადმი და ქრისტიანობისადმი დამოკიდებულება დაასახელა.

რასაც ბოკერიას მეუღლის, თამარ ჩერგოლეისვილის მწვავე რეპლიკა მოჰყვა, რომ: "ნაციონალური მოძრაობა შავრაზმულ ძალად ჩამოყალიბდა და კრემლისტურ პროპაგანდას ავრცელებს"

'.$TEXT['print'].'