"ტექნიკურმა ხარვეზმა" ოზურგეთის დაცვის პოლიცია ღამით ქუჩაში გამოიყვანა
ავტორი: გურიის მოამბე
"ტექნიკურმა ხარვეზმა" ოზურგეთის დაცვის პოლიცია ღამით ქუჩაში გამოიყვანა

ბოლო ორი დღეა, დაცვის პოლიციის ქსელში შექმნილი ტექნიკური ხარვეზის გამო, უწყების მობილური ჯგუფი იძულებული გახდა ქუჩაში გამოსულიყო  და მათი დაცვის ქვეში მყოფი ობიექტები "ცოცხლად დაეცვათ".

"გურიის მოამბეს" შსს პრეს სამსახურიდან ჩვენს კითხვაზე საპასუხოდ- თუ რატომ შეინიშნებოდა ღამის საათებში  ოზურგეთის ქუჩებში დაცვის პოლიციის თანამშრომლების სიმრავლე, აუხსნეს, რომ კონკრეტული სიტუაცია ტექნიკურმა ხარვეზმა შექმნა: 

 "ორი დღის განმავლობაში იყო ტექნიკური ხარვეზი, რომლიც ახლა სრულად არის აღმოფხვრილი. ამიტომაც გამოდიოდა მობილური ჯგუფი და ამოწმებდა მათი დაცვის ქვეშ არსებულ ობიექტებს"-გვითხრეს პრესცენტრში. 

როგორც გაირკვა, სწორედ ამიტომ, ორი ღამის განმავლობაში მოუწიათ დაცვის წევრებს ობიექტების დაცვის მიზნით ოზურგეთის ყველა ცენტრალურ ქუჩაზე მორიგეობა, რომელი ობიექტების დაცვაზეც მათ პასუხისმგებლობა გქონდათ აღებული.

'.$TEXT['print'].'