ოზურგეთის მერია ზედამხედველობის სამსახურს აძლიერებს
ავტორი: გურიის მოამბე
ოზურგეთის მერია ზედამხედველობის სამსახურს აძლიერებს

ლაშა თავაძე: "ყველა საკრებულოს სხდომაზე ხდება ზედამხედველობის დებულებაში ცვლილების შეტანა და კიდევ სისტემატიურად ემატება უფლებამოსილებები-ამიტომ ამ სტრუქტურის გაძლიერება აუცილებლობით არის განპირობებული -ზედამხედველობა სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას"


გუშინ ოზურგეთის მუნიციპალურმა საკრებულომ მიიღო დადგენილება, რომლის მიხედვითაც დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის  სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ.

ნებისმიერ დაინტერესებულ პირს საკუთარი მოსაზრებების და შენისვნების მიწოდება მიმდინარე წლის 25 ნოემბრამდე შეეძლება საკრებულოს აპარატში.

ხოლო დადგენილენის მიღების ვადა მიმდინარე წლის 4 დეკემბერია.

საკითხი საკრებულოს სხდომაზე მერიის იურიდიული სამსახურის უფროსმა ლაშა თავაძემ გაიტანა, "გურიის მოამბეც", საკრებულოს  სხდომის დასრულების შემდეგმას გაესაუბრა :

""ყველა საკრებულოს სხდომაზე ხდება ზედამხედველობის დებულებაში ცვლილების შეტანა და კიდევ სისტემატიურად ემატება უფლებამოსილებები-ამიტომ ამ სტრუქტურის გაძლიერება აუცილებლობით არის განპირობებული -ზედამხედველობა სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას.

თანამდებობის პირი არ შეიძლება იყოს ცამეტზე მეტი, მერის ჩათვლით. ცხრა სამსახური, მოადგილეები და მერი. მოხდა სტრუქტურული გადაადგილება, რაც განაპირობა იმან რომ, თითქმის ყველა საკრებულოს სხდომაზე ხდება ზედამხედველობის დებულებაში ცვლილების შეტანა და კიდევ სისტემატიურად ემატება უფლებამოსილებები. ეს არის ზედამხედველობის უფლებამოსილება სამშენებლო სამართალდარღვევებზე და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე, რომ  რაც შეიძლება მაქსიმალურად იქნეს აღმოფხვრილი და იყოს ოპერატიული რეაგირება ყველა ფაქტზე" გვითხრა თავაძემ.

დებულების მიხედვით, იმ შემთხვევაში თუ საკრებულო მიმდინარე წლის 4 დეკემბერს მას დაამტკიცებს, ზედამხედველობის სამსახურში ორი განყოფილება იქნება ; არქიტექტურულ სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის განყოფილება და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა განყოფილება.

 

'.$TEXT['print'].'