ოზურგეთში სამუშაო შეხვედრა C, აივ/შიდსი და ტუბერკულიოზის სკრინინგის თემაზე გაიმართა
ავტორი: გურიის მოამბე
ოზურგეთში სამუშაო შეხვედრა C, აივ/შიდსი და ტუბერკულიოზის სკრინინგის თემაზე გაიმართა

გადამდები დაავადებებით განპირობებული ავადობისა და სიკვდილიანობის რისკის საკითხებზე, ოზურგეთში სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომლის მიზანიც სამოქალაქო საზოგადოების მობილიზაცია, მოსახლეობაში ცნობიერების ამაღლება და მეტი ინფორმაციის მიწოდება გახლდათ.

როგორც ჯანმრთელობის კვლევის კავშირის დირექტორმა, მაია ბუწაშვილმა განმარტა, აივ/შიდსი, C ჰეპატიტი და ტუბერკულიოზის სკრინინგი, როგორც მიმდინარე ასევე, მომავალ წელსაც უფასო იქნება. აღნიშნული დაავადებების დროული გამოვლენა სამივე ეპიდემიასთან ბრძოლაში გადამწყვეტია.

შეხვედრას გურიის მხარის რწმუნებულის მოადგილე ქეთევან მოისწრაფეშვილი, ადგილობრივი ხელისუფლების, მედიისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეხვედრა გლობალური ფონდის მხარდაჭერით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, ასევე ჯანმრთელობის კვლევის კავშირის ორგანიზებით მოეწყო.

'.$TEXT['print'].'