საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გამო "გურიის მოამბემ" ბეჭდური ვერსია შეაჩერა
ავტორი: გურიის მოამბე
საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გამო "გურიის მოამბემ" ბეჭდური ვერსია შეაჩერა

საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გამო გაზეთ "გურიის მოამბეს" ხვალინდელი ნომერი აღარ გამოვა.

მედია სახლმა "გურიის პრეს კლუბი" გამოცემის ბეჭდური ვერსია შეაჩერა.

დღეიდან "გურიის მოამბე" ფუნქციონირებას მხოლოდ ონლაინმედიაში გააგრძელებს.

შეგიძლიათ გაიგოთ ახალი ამბები www.guriismoambe.com; m.guriismoambe.com

ბეჭდური ვერსიის გამოცემა განახლდება საგანგებო მდგომარეობის გაუქმებისთანავე.

გაზეთის ბეჭდური ვერსიის შეჩერება არ არის პირდაპირ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შედეგი, ეს გადაწყვეტილება განაპირობა კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში მიმდინარე ბრძოლის ღონისძიებებმა.

გაზეთის ბეჭდური ვერსიის ხელმომწერამდე ან მყიდველამდე მისვლას წინ სადისტრიბუციო ქსელის სამუშაოები უძღვის, რომელშიც რამდენიმე რგოლი მონაწილეობს, აქედან გამომდინარე, შესაძლო რისკების თავიდან აცილების მიზნით, შეჩერდა ბეჭდური ვერსიის გამოშვება.

რედაქცია გადავიდა მუშაობის დისტანციურ ფორმატზე;

გმადლობთ რომ გვკითხულობთ, ჩვენ ყოველდღიურად შევხვდებით აქ: www.guriismoambe.com; m.guriismoambe.com;

'.$TEXT['print'].'