დღეს კარანტინში ოზურგეთიდან მარნეულის მკვიდრი 9 მოქალაქე გადაიყვანეს
ავტორი: გურიის მოამბე
დღეს კარანტინში ოზურგეთიდან მარნეულის მკვიდრი 9 მოქალაქე გადაიყვანეს

საპატრულო სამსახურის დახმარებით, კარანტინში სპეცმანქანებით, დღეს  ოზურგეთიდან მარნეულის მკვიდრი 9 მოქალაქე გადაიყვანეს.

ამის შესახებ ამის შესახებ ინფორმაციოა "გურიის მოამბეს",  დღეს კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის ოზურგეთის შტაბის ხელმძღვანელმა, ირაკლი სირაძემ მიაწოდა.

მისივე განცხადებით, ამ წუთისათვის ოზურგეთიდან კარანტინში 24 გადაყვანილი ადამიანი იმყოფება, ხოლო თვით იზოლაციაში 32.

აღსანიშნავია, რომ ოზურგეთის მასშტაბით პირველად კორონავირუსთან ბრძოლის დაწყების დღიდან თვითიზოლირებულთა რაოდენობამ იკლო.


'.$TEXT['print'].'