გურიაში ამ წუთისათვის თვითიზოლაციაში 106 ადამიანი იმყოფება ლანჩხუთმა ოზურგეთს გადაასწრო
ავტორი: გურიის მოამბე
გურიაში ამ წუთისათვის თვითიზოლაციაში 106 ადამიანი იმყოფება ლანჩხუთმა ოზურგეთს გადაასწრო

დღეის მდგომარეობით გურიის მხარეში კორონავირუსთან ბრძოლის ფარგლებში თვითიზოლაციაში 106 პირი იმყოფება.

ამის შესახებ "გურიის მოამბეს" დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის  გურიის განყოფილების უფროსმა, არჩილ მჟავიამ განუცხადა.

მისივე განცხადებით 106 იზოლირებული პირიდან 36 ოზურგეთიდანაა, 51 ლანჩხუთიდან და 19 ჩოხატაურიდან.

"გარდა ამისა ამ წუთებში აბასთუმნის, წყალტუბოსა და მახინჯაურის საკარანტინო ზონებში ოზურგეთიდან 27 ადამიანი იმყოფება, ლანჩხუთიდან 3, ხოლო ჩოხატაურიდან 1.

'.$TEXT['print'].'