ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსის განცხადებით, სამრევლოებში წირვა-ლოცვა მრევლის გარეშე აღევლინება
ავტორი: გურიის მოამბე
ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსის განცხადებით, სამრევლოებში წირვა-ლოცვა მრევლის გარეშე აღევლინება

კორონავირუსის მასშტაბური ზრდიდან გამომდინარე, ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსის, მეუფე საბა ინწკირველის განცხადებით სამრევლოებში წირვა-ლოცვა მრევლის გარეშე აღევლინება.

აღნიშნულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ეპისკოპოსმა სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვა გაავრცელა.

„კორონავირუსის მაშტაბური ზრდიდან გამომდინარე, სამრევლოებში წირვა-ლოცვა აღევლინოს მრევლის გარეშე. მიღებული გადაწყვეტილება ექვემდებარება აშშ-ისა და კანადის სახელმწიფოების მიერ გაცემულ მოთხოვნებს“, – აღნიშნა მეუფე საბამ გავრცელებულ ვიდეოში

'.$TEXT['print'].'