თვითიზოლაციის წესების დარღვევისათვის მახინჯაურის საკარანტინო ზონაში მელექედურის მკვიდრი გადაიყვანეს
ავტორი: გურიის მოამბე
თვითიზოლაციის წესების დარღვევისათვის მახინჯაურის საკარანტინო ზონაში მელექედურის მკვიდრი გადაიყვანეს

კორონავირუსის წინაარმდეგ ბრძოლის ფარგლებში დაწესებული თვითიზოლაციის წესების დარღვევისათვის მახინჯაურის საკარანტინო ზონაში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მელექედურის მკვიდრი მამაკაცი დღეს გადაიყვანეს.

როგორც კორონავირუსის წინაარმდეგ ბრძოლის ფარგლებში მოქმედი ოზურგეთის შტაბიდან გვაცნობეს, მამაკაცი გუშინ ჩამოვიდა მარნეულიდან სადაც კარანტინია გამოცხადებული და დაარღვია იზოლაციის წესები, რის გამოც ის სასწრაფოდ კარანტინში დააბრუნეს, ოღონდ მარნეულის ნაცვლად მახინჯაურში.

მამაკაცის დაკავება საპატრულო სამსახურის ჩართვის შემდეგ გახდა შესაძლებელი.

'.$TEXT['print'].'