კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ოზურგეთში მოსახლეობის თერმოსკრინინგი დაიწყო
ავტორი: გურიის მოამბე
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ოზურგეთში მოსახლეობის თერმოსკრინინგი დაიწყო

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მოსახლეობის თერმოსკრინინგი დაიწყო.

პირველი დაბა, სადაც დღეს მედიკოსებმა მოსახლეობის შემოწმება დაიწყეს ნასაკირალია. დილიდან საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის თანამშრომლები მოხალისეებთან და სამართალდამცავებთან ერთად მოსახლეობას სახლში აკითხავენ და თერმოსკრინინგს უტარებენ.

ადგილზე გურიის მხარის რწმუნებული ზურაბ ნასარაია, ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ღურჯუმელიძე და მერის მოადგილე ირაკლი სირაძე იმყოფებიან.

ოზურგეთში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევა ამ დრომდე არ გამოვლენილა, მაგრამ ხელისუფლება მსგავს საპრევენციო ღონისძიებებს გურიის რეგიონის სამივე მუნიციპალიტეტში ჩაატარებს.

'.$TEXT['print'].'