ნასაკირალში სიმპტომები თერმოსკრინინგმა ვერ აღმოაჩინა 3100 მაცხოვრებელი და ყველა ჯანმრთელი
ავტორი: გურიის მოამბე
ნასაკირალში სიმპტომები თერმოსკრინინგმა ვერ აღმოაჩინა 3100 მაცხოვრებელი და ყველა ჯანმრთელი

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით გურიის რეგიონში მოსახლეობის თერმოსკრინინგი დღეს დაბა ნასაკირალიდან (ოზურგეთის მუნიციპალიტეტი) დაიწყო.

ნასაკირალი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში პირველი დაბაა, სადაც დღეს მედიკოსებმა მოსახლეობის შემოწმება დაიწყეს.

დილიდან საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის თანამშრომლები მოხალისეებთან და სამართალდამცავებთან ერთად მოსახლეობას სახლში აკითხავდნენ და თერმოსკრინინგს უტარებდნენ.

ნასაკირალის მაჟორიტარი დეპუტატის ბესო ქატამაძის თქმით, სულ შემოწმდა დაბის 3 100 მაცხოვრებელი და ამათგან სიმპტომები არავის არ აღმოაჩნდა.

როგორც კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის ოზურგეთის შტაბიდან ოზურგეთის ვიცე მერმა ირაკლი სირაძემ გვაცნობა, ნასაკირალის შემდეგ თერმოსკრინინგი ქობულეთის მუნიციპალიტეტის მიმდებარე სოფლებში ჩატარდება.

'.$TEXT['print'].'