სოფლის გამგებელს მოსახლეობას კორუფციაში ადანაშაულებს
ავტორი: გურიის მოამბე
სოფლის გამგებელს მოსახლეობას კორუფციაში ადანაშაულებს

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელს მერიის ტერიტორიულ ერთეულში, ადგილობრივი მოსახლეობა კორუფციაში ადანაშაულებს.

როგორც "გურიის მოამბეს" სოფელ მერიის მაცხოვრებლებმა განუცხადეს, მერიის თემის გამგებელი, ყოფილ მაღამჩინოსანთან, ბესო ქარჩავასთან ერთად. მდინარე ნატანებზე არსებული კარიერებიდან უკანონოდ აწარმოებს ქვიშა ხრეშის მოპოვებას.

მიუხედავად ჩვენი არაერთგზის მოთხოვნისა არანაირი რეაგირება ადგილობრივ ხელისუფლებას ამ საკითხთან დაკავშირებით არა აქვს:

"გარდა იმისა, რომ სოფელში არსებული კარიერები ინერტული მასალების მოპოვებისას უხეშად არღვევენ წესებს, ანადგურებენ ბუნებას, ეს კარიერები ასევე საფრთხეს უქმნიან სოფელ მერიასა და აქ არსებულ წყალსაცავებს, ათობით ოჯახი ცხოვრობს შიშის ქვეშ. სოფლის ხელისუფლება კი ნაცვლად ხალხის გვერდში დგომისა იმყოფება უკანონოს მქმედი კარიერების არაოფიციალური მფლობელების გავლენის ქვეშ და  ხალხისა და სოფლის ინტერესების მხარდაჭერის სანაცვლოდ მხოლოდ ამ ჯგუფის ინტერესების გამტარებელია. თუ უახლოეს დღეებში არ მოგვარდება სიტუაცია სოფელი იძულებული იქნება მიმართოს პროტესტის უკიდურეს ზომებს" - ნათქვამია განცხადებაში, რომელიც რედაქციას სოფელ მერიიდან მიაწოდეს და მას ხელს 50-მდე ადგილობრივი აწერს.

'.$TEXT['print'].'