ხელისუფლებამ ქობულეთი ოზურგეთის მუნიციპალიტეტების მოსაზღვრე სოფლებში თერმოსკრინინგი დაიწყო
ავტორი: გურიის მოამბე
ხელისუფლებამ ქობულეთი ოზურგეთის მუნიციპალიტეტების მოსაზღვრე სოფლებში თერმოსკრინინგი დაიწყო

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ქობულეთი ოზურგეთის მუნიციპალიტეტების მოსაზღვრე სოფლებში მოსახლეობის თერმოსკრინინგი დაიწყო.

პირველი დაბა, სადაც დღეს მედიკოსებმა მოსახლეობის შემოწმება დაიწყეს ლაითურია.

დღეს დილიდან საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის თანამშრომლები მოხალისეებთან და სამართალდამცავებთან ერთად მოსახლეობას სახლში აკითხავენ და თერმოსკრინინგს უტარებენ.

ლაითურამდე თერმოსკრინინგი დაბა ნასაკირალში ჩატარდა.

ნასაკირალის მაჟორიტარი დეპუტატის ბესო ქათამაძის თქმით, სულ შემოწმდა დაბის 3 100 მაცხოვრებელი და ამათგან სიმპტომები არავის არ აღმოაჩნდა.

 

'.$TEXT['print'].'