სამი ლანჩხუთელი ფოთის ცხელების ცენტრში კორონავირუსზე ანალიზის პასუხს ელოდება
ავტორი: გურიის მოამბე
სამი ლანჩხუთელი ფოთის ცხელების ცენტრში კორონავირუსზე ანალიზის პასუხს ელოდება

ფოთის ცხელების ცენტრში კორონავირუსზე ანალიზის პასუხს სამი ლანჩხუთის მკვიდრი ელოდება

ფოთის ჰოსპიტალში, ცხელების ცენტრში სულ რვა პაციენტია მოთავსებული. მათ რესპირატორული სიმპტომები აღენიშნებათ. ამჟამად თითოეული მათგანი ბოქსირებულ პალატაში აგრძელებს მკურნალობას.

„ამ დროისათვის ფოთის ცხელების ცენტრში, ბოქსებში მოთავსებულია რვა პაციენტი. რვავე პაციენტზე აღებულია ლაბორატორიული ნიმუშები და გაგზავნილია ლაბორატორიაში. ორი მათგანის ბიოლოგიური მასალა გუშინ გაიგზავნა და ექვსი დღეს გაიგზავნება. ესენი არიან სხვადასხვა ლოკაციებიდან. სამი პაციენტი გვყავს ლანჩხუთიდან, ერთი გარდაბნიდან, იგი ტრაილერის მძღოლია, ორი ზუგდიდიდან და ორი გალიდან. ყველას აღენიშნება მწვავე რესპირატორული სიმპტომები“, – განაცხადა ფოთის ჰოსპიტალის დირექტორმა, თეა მიგინეიშვილმა.

'.$TEXT['print'].'