დეპუტატი ოზურგეთის მერიას კორუფციულ გარიგებაში ადანაშაულებს
ავტორი: გურიის მოამბე
დეპუტატი ოზურგეთის მერიას კორუფციულ გარიგებაში ადანაშაულებს

ოზურგეთის მუნიციპალური საკრებულოს დეპუტატი ოზურგეთის მერიას სოციალურად დაუცველთათვის პროდუქტების შესყიდვისას კორუფციულ გარიგებაში ადანაშაულებს.

ბესო ქათამაძე მიიჩნევს, რომ მერიამ 10 ათას ლარზე მეტი გადაიხადა პროდუქტებში ღირებულთან შედარებით:

"ამ დროს და ესთთ ვითარებაშიც რომ ფულის გაკეთებაზე ფიქრობენ ძალიან სირცხვილა
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიამ, სოციალურად დაუცველებისთვის განკუთვნილი პროდუქტები, გაორმაგებულ ფასებში ერთპირთან მოლაპარაკების გზით შეისყიდა. რა დროსაც 10 000 ლარზე მეტით ზედმეტი გდაიხადეს არსებულ ფასებთან შედარებით.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო რას ფიქრობთ თქვნ, ჩვენი მოყვანილია გადმოგვაბრალებთ და ბრიფინგზე დაგმობთ" - წერს დეპუტატი.

'.$TEXT['print'].'