აშშ-ის მთავრობა საქართველოს ეკონომიკის დასახმარებლად $64 მილიონ დოლარზე მეტს გამოყოფს
ავტორი: გურიის მოამბე
აშშ-ის მთავრობა საქართველოს ეკონომიკის დასახმარებლად $64 მილიონ დოლარზე მეტს გამოყოფს

საქართველოში აშშ-ის საელჩოს ცნობით, ამერიკის მთავრობა საქართველოს $64 მილიონ დოლარზე მეტს გამოუყოფს.

"მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ ამერიკის მთავრობის დაფინანსებით USAID/Georgia იწყებს $64 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების დახმარებას საქართველოს დამოუკიდებელი ეკონომიკური განვითარებისა და ევროატლანტიკური მისწრაფებების ხელშესაწყობად.

ეს დაფინანსება აშშ-საქართველოს შორის არსებული განვითარების ხელშეწყობის შეთანხმების ნაწილია", - წერს აშშ-ის საელჩო საქართველოში.

'.$TEXT['print'].'