ექიმი გია სიხარულიძე მთავრობის შეზღუდვების მოხსნის 6 ეტაპიან გეგმაში საკუთარ თავს ვერ ხედავს
ავტორი: ლია კილაძე
ექიმი გია სიხარულიძე მთავრობის შეზღუდვების მოხსნის 6 ეტაპიან გეგმაში საკუთარ თავს ვერ ხედავს

"მე სად ვარ, ვინ მეტყვის?" - სტომატოლოგი გია სიხარულიძე,  მთავრობის შეზღუდვების მოხსნის 6  ეტაპიან გეგმაში საკუთარ თავს ვერ ხედავს: 

. . შეზღუდვა შეგვეხო ცალკე კანონით და აღდგენაში არც ვახსენდებით საერთოდ. კი, გაიცემა დახმარებაო, ვინც ხელფასს აღარ იღებს, მაგრამ ვინც ინდ. მეწარმე ვართ და გამომუშავებაზე- რას ვშვებით? ყოველთვის სარკვევი და საჭიდაო რატომ ვართ?
რეგულაციებით რომ ხარჯი ძალიან გაიზარდა და ისედაც გასაჭირში მყოფი მოსახლეობა ვერ შეძლებს გადახდას, რა ვქნათ? მთავრობა, ფიქრობ ამას? ან ეს 6 ეტაპი რომ ჩამოარაკრაკე, სად ვარ მე, ვინ მეტყვის?“ - წერს საკუთარ ფეისბუქ გვერდზე „სიხარულიძის სტომატოლოგიური კლინიკის“ დამფუძნებელი, საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის გურიის რეგიონული ორგანიზაციიის ხელმძღვანელი, გია სიხარულიძე.

მთავრობის ბრძანებით 1 მაისამდე სტომატოლოგებს აკრძალული აქვთ გეგმიური საქმიანობა. დასაშვებია მხოლოდ კბილის ამოღება და მწვავე ტკივილის მოხსნა. ბატონი გიას სიტყვებით, ეს არ ნიშნავს, რომ 1 მაისიდან ავტომატურად განახლდება სტომატოლოგიური კლინიკების მუშაობა, ამის უფლება მათ ისევ ბრძანებამ უნდა მისცეს.

 

'.$TEXT['print'].'