ოზურგეთში ავტომობილების გადაადგილების ორდღიანმა დაშვებამ საცობები შექმნა
ავტორი: გურიის მოამბე
ოზურგეთში ავტომობილების გადაადგილების ორდღიანმა დაშვებამ საცობები შექმნა

დღეს დილიდან ოზურგეთში საცობები შეიქმნა. გადაჭედილია ქალაქის ცენტრალური ქუჩები, განსაკუთრებით აგრარული ბაზრის მიმდებარე ტერიტორია.

შეგახსენებთ, 27-28 აპრილს, მხოლოდ ორი დღით,  დაშვებულია მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილება, ასევე ტაქსების ოპერირება; სრულად დაშვებულია ონლაინ ვაჭრობა (საბითუმო და საცალო), მიტანის მომსახურება ნებისმიერ პროდუქტზე და ღია ტიპის აგრარული ბაზრების საქმიანობა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

პრემიერის პრესსპიკერმა განმარტა, რომ აღნიშნული შეზღუდვები მოიხსნება მთელი ქვეყნის მასშტაბით, გარდა იმ მუნიციპალიტეტებისა და ადმინისტრაციული ერთეულებისა, სადაც დაწესებულია მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები.

'.$TEXT['print'].'