"ქართული ოცნება" კორონავირუსის ეპიდემიას და უცხოურ დახმარებებს პარტიული პროპაგანდისთვის იყენებს
ავტორი: გურიის მოამბე
"ქართული ოცნება" კორონავირუსის ეპიდემიას და უცხოურ დახმარებებს პარტიული პროპაგანდისთვის იყენებს

მმართველი პარტია 'ქართული ოცნება" კორონავირუსის ეპიდემიას და მასთან დაკავშირებით უცხოეთიდან ჩვენი ქვეყნის შეჭირვებულ მოსახლეობაზე გამოგზავნილ დახმარებას პარტიული ინტერესებისა და პროპაგანდისათვის იყენებს.

ამ დღეებში ოზურგეთის "ქართულმა ოცნებამ" გაავრცელა ფოტომასალა თუ როგორ ურიგებს "ოცნების" ადგილობრივი ლიდერი მერაბ ჭანუყვაძე შეჭირვებულებს პარტიის სახელით დახმარებას.

არადა როგორც "გურიის მოამბემ" გაარკვია ეს დახმარება ქართველ ხალხს თურქეთის მთავრობამ გამოუგზავნა, კერძოდ თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტომ (TIKA), ხოლო ქართულ მხარეს თურქეთის ელჩმა ქალბატონმა ფატმა სერენ იაზგინმა გადასცა:

"ქართული ოცნების” ოზურგეთის საოლქო ორგანიზაცია და ოზურგეთის მაჟორიტარის არჩილ თალაკვაძის ბიურო, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ქალაქსა და სოფლებში, სოციალური პრობლემების მქონე ოჯახების დახმარებას განაგრძობს ნათქვამია "ქართული ოცნების" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

აღსანიშნავია, რომ ეს დახმარება პარტიის შტაბშია დასაწყობებული რაც მათ მიერვე გავრცელებული ფოტომასალიდან ჩანს.

'.$TEXT['print'].'