ოზურგეთში "ქართული ოცნების" მიერ სურსათ სანოვაგის დარიგებით საია დაინტერესდა
ავტორი: გურიის მოამბე
ოზურგეთში "ქართული ოცნების" მიერ სურსათ სანოვაგის დარიგებით საია დაინტერესდა

ოზურგეთში "ქართული ოცნების" ადგილობრივი ლიდერების მიერ უცხო ქვეყნების დახმარების მოსახლეობაში დარიგებით საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია დაინტერესდა:

"ამ საქმეს აუცილებლად შევისწავლით და გვექნება რეაგირება" - უთხრა "გურიის მოამბეს" ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ოზურგეთის ოფისის წარმომადგენელმა თამაზ ტრაპაიძემ.

მისივე თქმით, ასეთი რამ, მითუმეტეს საარჩევნო წელს დაუშვებელია.

ცნობისათვის: მმართველი პარტია 'ქართული ოცნება" კორონავირუსის ეპიდემიას და მასთან დაკავშირებით უცხოეთიდან ჩვენი ქვეყნის შეჭირვებულ მოსახლეობაზე გამოგზავნილ დახმარებას პარტიული ინტერესებისა და პროპაგანდისათვის იყენებს.

ავტორი: გურიის მოამბე
"ქართული ოცნება" კორონავირუსის ეპიდემიას და უცხოურ დახმარებებს პარტიული პროპაგანდისთვის იყენებს

ამ დღეებში ოზურგეთის "ქართულმა ოცნებამ" გაავრცელა ფოტომასალა თუ როგორ ურიგებს "ოცნების" ადგილობრივი ლიდერი მერაბ ჭანუყვაძე შეჭირვებულებს პარტიის სახელით დახმარებას.

არადა როგორც "გურიის მოამბემ" გაარკვია ეს დახმარება ქართველ ხალხს თურქეთის მთავრობამ გამოუგზავნა, კერძოდ თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტომ (TIKA), ხოლო ქართულ მხარეს თურქეთის ელჩმა ქალბატონმა ფატმა სერენ იაზგინმა გადასცა:

"ქართული ოცნების” ოზურგეთის საოლქო ორგანიზაცია და ოზურგეთის მაჟორიტარის არჩილ თალაკვაძის ბიურო, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ქალაქსა და სოფლებში, სოციალური პრობლემების მქონე ოჯახების დახმარებას განაგრძობს ნათქვამია "ქართული ოცნების" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

აღსანიშნავია, რომ ეს დახმარება პარტიის შტაბშია დასაწყობებული რაც მათ მიერვე გავრცელებული ფოტომასალიდან ჩანს.

'.$TEXT['print'].'