ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია საქველმოქმედო აქციაში ჩაერთო
ავტორი: გურიის მოამბე
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია საქველმოქმედო აქციაში ჩაერთო

მერიის თანამშრომლების მიერ გაღებული თანხით ოზურგეთში რეგისტრირებულ სოციალურად დაუცველ ოჯახებს პროდუქტები ეტაპობრივად გადაეცემა.

გარდა პირადი შემოწირულობისა, საქველმოქმედო აქციაში ჩართულია შპს „გლობალ ექსპორტი,“ რომელმაც სოციალურად დაუცველებისთვის პურის ფქვილი შეიძინა.

დახმარება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე შარაშენიძემ, მოადგილეებთან და მერიის თანამშრომლებთან ერთად სოციალურ სახლებსა და სხვადასხვა ოჯახში მიიტანა.

პირველადი საჭიროების პროდუქტებისთვის 1000-მდე სურსათის ჩანთა მერიას „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივამ“ გადასცა.

'.$TEXT['print'].'