ოზურგეთში უაქციზო სიგარეტის რეალიზაციისთვის ერთი პირი დააჯარიმეს
ავტორი: გურიის მოამბე
ოზურგეთში უაქციზო სიგარეტის რეალიზაციისთვის ერთი პირი დააჯარიმეს

დღეს, ოზურგეთში  უაქციზო სიგარეტის რეალიზაციისთვის ერთი პირი დააჯარიმეს, ნივთმტკიცებად ამოღებულია რამოდენიმე ათეული ბლოკი სიგარეტი.

ეს ინფორმაცია, "გურიის მომბეს" სანდო წყარომ მოაწოდა. ფაქტს უამრავი თვითმხილველი ჰყავს. როგორც წყარო გვიყვება, ადგილზე საპატრულო პოლიცია და საშემოსავლო სამსახურის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

"უცბად მოვიდნენ და ატყდა ერთიამბავი, უცბად მოგროვდა ხალხიც, გვაინტერესებდა რა ხდებოდა და გავიგეთ, ქალი რომელიც უაქციზო სიგარეტს ყიდდა დააჯარიმეს და წაართვეს სიგარეტი. პოლიცია და საშემოსავლო იყო მოსული, ამოიღეს სიგარეტიც."- გვიყვება წყარო.

შეგახსენებთ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ძალიან ხშირია უაქციზო სიგარეტის რეალიზაციის ფაქტები. ამის შესახებ "გურიის მოამბე" არაერთხელ წერდა.

'.$TEXT['print'].'