ყინწვისის მონასტრის წინამძღვარს პატიმრობა შეეფარდა
ავტორი: გურიის მოამბე
ყინწვისის მონასტრის წინამძღვარს პატიმრობა შეეფარდა

ცოტა ხნის წინ გორის რაიონულ სასამართლოში დასრულდა სხდომა, სადაც ყინწვისის მამათა მონასტრის წინამძღვრისთვის აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელეს. სხდომა დისტანციურად ჩატარდა და ბრალდების მხარემ ბრალდებულისთვის აღკვეთის სახით პატიმრობა მოითხოვა, რაც მოსამართლე გოგა კუპრეიშვილმა დააკმაყოფილა.

ადვოკატები ბექა ნემსიწვერიძე და ალექსანდრე კობაიძე ბრალდების მხარის პოზიციას არ იზიარებდნენ და აღკვეთის გარეშე დატოვებას ან გირაოს ითხოვდნენ, რადგან მათი თქმით, საქმეში საკმარისი მტკიცებულებები არაა და ბრალდებულის არ აღიარებს დანაშაულს.

კობა კობაიძე კვლავ დუმილის ულებით სარგებლობს. პროკურორ მიხეილ ბერიაშვილის განმარტებით კი მტკიცებულებები საკმარისია და მათ ერთვის აუდიო-ვიდეო ჩანაწერები. წინასასამართლო.პროცესი საქმეზე 22ივნისს ჩაინიშნა.

განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ყინწვისის მამათა მონასტრის წინამძღვარი 27 აპრილს დააკავეს. გამოძების ინფორმაციით, 2020 წლის 20 აპრილს, საღამოს საათებში, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ რიეთის მიმდებარე ტერიტორიაზე, კ.კ.-მ ცეცხლსასროლი ავტომატური იარაღიდან, რომელიც მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და ინახავდა, ავტომანქანით მოძრავ ს.ჟ.-ს მიმართულებით რამდენიმე გასროლა განახორციელა. შემთხვევის ადგილიდან ს.ჟ.-მ გარიდება შეძლო.

'.$TEXT['print'].'