დავით მჟავანაძე - ოზურგეთის მერიამ 8 ბოთლ შავ ღვინოში, 8 თხილის ჩურჩხელაში და ტყლაპში 570 ლარი გადაიხადა
ავტორი: გურიის მოამბე
დავით მჟავანაძე - ოზურგეთის მერიამ 8 ბოთლ შავ ღვინოში, 8 თხილის ჩურჩხელაში და ტყლაპში 570 ლარი გადაიხადა

დავით მჟავანაძე - ოზურგეთის მერიამ 8 ბოთლ შავ ღვინოში, 8 თხილის ჩურჩხელაში და ტყლაპში 570 ლარი გადაიხადა

ამის შესახებ განცხადებას, ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატი "ნაციონალური მოძრაობიდან" დავით მჯავანაძე, საკუთარ ფეისბუკ გევრდზე ავრცელებს:

"სანამ ოლიგარქის სასამართლი საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს უკრაინის პრეზიდენტის დახვედრისთვის ასამართლებდა, ოზურგეთის მერიას 8 ბოთლ შავ ღვინოში, 8 თხილის ჩურჩხელაში და ტყლაპში 570 ლარი გადაუხდია.
თუ ეს ყველაფერი ქოცთათვის მოსულა მიშას რაღას ედავებით ან კიდე სახელმწიფო დაცვის სპეცუალური სამსახურის ყოფილ უფროს თემურ ჯანაშიას დღემდე რაღატო ატარებთ სასამართლო სხდომებზე ლეხ და მარია კაჩინსკის საფლავების შესამკობად შეძენილი "ვენოკებისთვის?" წერს მჟავანაძე საკუთარ ფეისბუკ გვერდზე.

ცნობისათვის დღეს ოზურგეთის საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებმა მოისმინეს ინფორმაცია ოზურგეთის მერიის მიერ განხორციელებული შესყიდვების შესახებ.

ოპოზიციონერ დეპუტატთა განსაკუთრებული დაინტერესება  მერიის მიერ ჩურჩხელის, ღვინისა და ტყლაპის შეძენამ გამოიწვია.

'.$TEXT['print'].'