ოზურგეთის აგრარული ბაზარი გაიხსნა
ავტორი: გურიის მოამბე
ოზურგეთის აგრარული ბაზარი გაიხსნა

საგანგებო მდგომარეობის დროს დაწესებული შეზღუდვების ეტაპობრივად შემსუბუქების ფარგლებში, ოზურგეთში ღია ტიპის აგრარული ბაზარს სამუშაოს განახლების უფლება მიეცა.

დღეს ოზურგეთის აგრარული ბაზარი გაიხსნა. გახსნის გადაწყვეტილება სურსათის ეროვნული სააგენტოს რეკომენდაციის საფუძველზე იქნა მიღებული. ამჯერად, მუშაობის საშუალება მიეცა ბაზრის აგრარულ ნაწილს, ხოლო დანარჩენ ტერიტორიაზე რემონტი და დახლების რესტავრაცია გრძელდება. ბაზრის შესასვლელში მიმდინარეობს მოქალაქეთა თერმოსკრინინგი და ბაზრის ადმინისტრაცია, ზედამხედველობის სამსახურთან ერთად, მომხმარებლებს სოციალური დისტანციის დაცვისკენ მოუწოდებენ.

აგრარულ ბაზარში მონიტორინგის მიზნით გურიის სახელმწიფო რწმუნებული ზურაბ ნასარაია, სურსათის ეროვნული სააგენტოს გურიის რეგიონული სამმართველოს უფროსთან მანანა ერქომაიშვილთან ერთად იმყოფებოდა.

„ საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციების შესაბამისად, რეგიონში არსებულ ბაზრებზე მონიტორინგი ხორციელდება. ბაზარში მოქალაქეები იცავენ სოციალურ დისტანციას, ტარდება თერმოსკრინინგი. მერიის შესაბამისი სამსახურები ყოველდღიურად შეამოწმებენ აღნიშნულ პროცესს“, - განაცხადა ზურაბ ნასარაიამ.

'.$TEXT['print'].'