კურორტ ურეკში მაწანწალა ძაღლებმა შინაური ცხოველი დაგლიჯეს
ავტორი: გურიის მოამბე
კურორტ ურეკში მაწანწალა ძაღლებმა შინაური ცხოველი დაგლიჯეს

კურორტ ურეკის მაცხოვრებლები ხელისუფლებისაგან შველას ითხოვენ

როგორც "გურიის მოამბეს" ურეკიდან ადგილობრივები ატყობინებენ, კურორტზე განსაკუთრებულ პრობლემებს მშიერი, მაწანწალა ძაღლები ქმნიან.

მათი ინფორმაციით, ბოლო დღეებში ხშირია მაწანწალა ძაღლების ჯგუფური თავდასხმები ადგილობრივ მაცხოვრებლებზე და შინაურ ცხოველებზე:

"წუხელ ერთ ერთ ადგილობრივს თხა დაუგლიჯეს, ჩახტნენ ეზოში და ოჯახის წევრებმა ძლივბს მოასწრეს სახლში შესვლა, რამდენიმე დღის წინ ადგილობრივ ქალს დაესხნენ თავს და დაკბინეს, ხშირია შემთხვევები შინაურ ცხოველებზე თავდასხმის. ქათმებზე საერთოდ საუბარიც არაა. ხელისუფლება კი არანაირ ზომებს არ ღებულობს, გამოუვალი მდგომარეობაა" - აცხადებენ კურორტზე მაცხოვრებლები.

ურეკიდან წუხელ მაწანწალა ძაღლების მიერ დაგლეჯილი თხის სურათიც მოგვაწოდეს.

"ივანიშვილის 2012 წლის დაპირება იყო - თითო ოჯახს თითო სოლარიუმი-2020 წელს - კი მივიღეთ თითო ოჯახს 10 მაწანწალა ძაღლი" - აცხადებენ ურეკში.

 

'.$TEXT['print'].'