"მე ვიბრძოლებ უკრაინის წინსვლისთვის, რაც ავტომატურად საქართველოს წარმატებას ნიშნავს"- სააკაშვილი
ავტორი: გურიის მოამბე
"მე ვიბრძოლებ უკრაინის წინსვლისთვის, რაც ავტომატურად საქართველოს წარმატებას ნიშნავს"- სააკაშვილი

"მე ვიბრძოლებ უკრაინის წინსვლისთვის, რაც ავტომატურად საქართველოს წარმატებას ნიშნავს"- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა "მთავარ აქცენტებში".

"მე უკრაინა მინდა რეფორმების მხრივ დავაყენო ფეხზე,მაგრამ მე არ ვარ მთავარი მოთამაშე, ხელმძღვანელი არის პრეზიდენტი, მე უბრალო მოთამაშე, რომელიც ახალგაზრდა პროგრესულ უკრაინელ პარლამენტარებთან ერთად გააკეთებს მნიშვნელოვან საქმეს,7-15 ახალგაზრდა სულ მსტუმრობს სახლში და ჩვენ გვაქვს ძალიან მჭიდრო ურთიერთობა. მე არავის ჩამოყვანას ვაპირებ საქართველოდან, გადასარევი ახალგაზრდობაა აქ და ჩვენ ყველანი ერთად შევძლებთ უკრაინის გაბრწყინებას და თუ უკრაინა იქნება კარგად საქართველოც იქნება ძლიერი."- განაცხადა სააკაშვილმა.

'.$TEXT['print'].'