კონსტანტინე შარაშენიძემ მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა
ავტორი: გურიის მოამბე
კონსტანტინე შარაშენიძემ მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა

კონსტანტინე შარაშენიძემ მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა.

ასკანის თემში მზიანის ტერიტორიაზე 2 947 მ. სიგრძის გზის კაპიტალური რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში იგეგმება სანიაღვრე არხებისა და მოსახლეობის სახლებთან მისასვლელების კეთილმოწყობა.

სამუშაოები ფინანსდება რეგიონული განვითარების ფონდიდან, რომლის ჯამური ღირებულება 6 050 000 ლარს შეადგენს.

პროექტს შპს „პალადა“ ასრულებს.

მერმა სოფელ გურიანთის მშენებარე შიდა საუბნო გზაც მოინახულა, რომლის სიგრძეც 1 500 მეტრს შეადგენს. გზის რეაბილიტაცია ადგილობრივი ძალებით ხორციელდება.

'.$TEXT['print'].'