"ქართული ოცნება" გურიიდან მაჟორიტარობაზე ზოიძის, ჩხაიძისა და მდინარაძის კანდიდატურებს განიხილავს
ავტორი: გურიის მოამბე
"ქართული ოცნება" გურიიდან მაჟორიტარობაზე ზოიძის, ჩხაიძისა და მდინარაძის კანდიდატურებს განიხილავს

შემოდგომაზე დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტია "ქართული ოცნება" გურიიდან მაჟორიტარ დეპუტატობაზე წარსადგენად კომპანია "ორბის" ერთერთი ხელმძღვანელის, ვინმე ზოიძის, ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატის, პედიატრ დავით მდინარაძისა და  ბიზნესმენის, რამდენიმე კომპანიის მფლობელის, მათ შორის "ასკანელი ძმების" დამფუძნებელ ზურაბ ჩხაიძის კანდიდატურებს განიხილავს.

ამის შესახებ "გურიის მოამბეს" მმართველ პარტიასთან დაახლოებულმა წყარომ აცნობა.

პედიატრი დავით მდინარაძე მმართველი პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციის კანდიდატურაა, ზოიძის კანდიდატურის უკან "სიორიძე კეჭაყმაძის" დაჯგუფება დგას, ხოლო ზურაბ ჩხაიძეს ოზურგეთის მერი ლობირებს.

დავით მდინარაძე ოზურგეთის საკრებულოს წევრი გასულ წელს სერი ექადიის უბანზე განოკლებული დეპუტატის ნაცვლად ჩატარებული შუალედური არჩევნების შემდეგ გახდა და მას საკრებულოში ჯერჯერობით არცერთ საკითხზე  აქტივობა არ ჰქონია.

ზოიძე კომპანია "ორბის" ერთერთი მფლობელია, ეს კომპანია კი გურიაში ადგილობრივი მდინარეების ხეობების აოხრებასთან - მილიონობით ტონა ინერტული მასალის გატანა და კურორტ ბახმაროში ახალ საფრთხეებთან (მისი რკინა ბეტონის ჯუნგლებად გადაქცევა) ასოცირდება.

რაც შეეხება ზურაბ ჩხაიძეს, ის გურიაში "როიალ ასკანას" (სამშენებლო კომპლექსი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ასკანაში სადაც ის ცხოვრობს),"გურია პალასის" (ყოფილი სასტუმრო "გურია" ოზურგეთში) და ანასეულის ალკოჰოლური სასმელების კომპანიის მფლობელია.

თუმცა მას კომუნიკაცია ადგილობრივ საზოგადოებასთან (თუ არ ჩავთვლით ანსამბლ "შვიდკაცას" "ლიდერბორდს - რომელიც მისი "სუფრული აქტივობების" ხშირი სტუმარია),  ფაქტიურად არა აქვს და ადგილოობრივ ღონისძიებებში არ მონაწილეობს, 

იგივე პრობლემა აქვს სხვათაშორის ზოიძესაც, მაგრამ ზოიძისაგან განსხვავებით ჩხაიძე მკვეთრად უარყოფითი პერსონაჟი არ არის და კარგი პიარის შემთხვევაში ის ოპოზიციისათვის ადვილად "გადასალახი" არ იქნება.

რაც შეეხება ოპოზიციას, მისთვის ალბათ ყველაზე მეტად "საოცნებო" კანდიდატი დავით მდინარაძეა, რადგან როგორც ოპოზიციაში საუბრობენ ამ კანდიდატურის დამარცხება "ცერა თითითაც" შეიძლება.

რაც შეეხება ქვეყანაში არსებულ სიტუაციას, თუ ოპოზიცია და ხელისუფლება საარჩევნო მოდელზე შეთანხმდა და ცვლილებებს მიმდინარე თვის მაისში ეყარა კენჭი პარლამენტში მაშინ როგორც ცნობილია გურია (120 პროპორციულ პარტიულს პლიუს 30 მაჟორიტარი), ერთი მაჟორიტარული ოლქი იქნება.

ოპოზიცია თავისი ხმების სანაცვლოდ (რაც აუცილებელია პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებებისათვის), მიმდინარე წლის 8 მარტის შეთანხმების ბოლომდე შესრულებას ითხოვს, ანუ პოლიტპატიმარ გიორგი რურუას განთავისუფლებას.

ხელისუფლება ამ ეტაპზე უარზეა.

ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, თუ ოპოზიციამ არ მოხსნა თავის მოთხოვნა და საკონსტიტუციო ცვლილებები ჩავარდა არჩევნები ძველი სისტემით (შერეული 75 პროპორციულ პარტიულს პლიუს 75 მაჟორიტარი),

საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა პარლამენტში მაისის ბოლოს იგეგმება.

იმ შემთხვევაში თუ ოპოზიციამ და ხელისუფლებამ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს ევროკავშირისა და ამერიკისაგან "ქართული ოცნების" ხელისუფლებას მკაცრი სანქციები ელოდება.

 

'.$TEXT['print'].'