სოფელ მერიაში ბუნებისდამცველებმა ინერტული მასალის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინეს
ავტორი: გურიის მოამბე
სოფელ მერიაში ბუნებისდამცველებმა ინერტული მასალის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინეს

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მერიაში ბუნებისდამცველებმა ინერტული მასალის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინეს

ამის შესახებ "გურიის მოამბეს" ბუნებისდამცველმა, ირმა გორდელაძემ აცნობა.

მისივე განცხადებით, ქვა-ღორღის უკანონო მოპოვების ფაქტი სოფ.მერიაში, არასამტავრობო ორგანიზაცია "ეკო"- მ, რომლის ლიდერიც თავად გორდელაძეა,  დღეს გამოავლინა:

"მდ.ნატანებზე.შ.პ.ს."ნალუთუ",რომელსაც ხელშეკეულება აქვს გაფორმებული შ.პ.ს."აქ-ვა" სთან,კონტურს გარეთ იპარავდა ინერტულ მასალას.გამოძახებულმა ინსპექტირებამ გააფორმა ოქმი და საქმე გადაეცა გამოძიებას.შ.პ.ს."აქ-ვას"წარმომადგენელს აგრეთვე მოვთხოვეთ დოკუმენტაცია,რომლის საფუძველზე იქვე მდინარეში იპოვებს წიაღს.ორ დღეში მოგაწვდითო.სანამ დოკუმენტაციას არ წარმოადგენენ,წარმოება არ განახლდება.ხოლო უკანონო მოპოვება,ეს ცალკე თემაა და "ეკო"მიადევნებს თვალყურს მიმდინარე პროცესებს" გვითხრა გორდელაძემ.

დაახლოებით ერთი თვის წინ 'გურიის მოამბეში" შემოვიდა სოფელ მერიის მაცხოვრებელტა ერთობლივი განცხადება, რომელშიც 48 ხელმომწერი ადგილობრივ სოფლის გამგებელს ინერტული მასალის უკანონო მოპოვების ხელშეწყობაში ადანაშაულებსნენ, თუმცა მაში ოზურგეთის მერიის პრეს სამსახურმა და სოფლის გამგებელმა აქეთ მოგვგვა შარი, არავინ ასეთ ბრალდებას არ აყენებს, სოფელშიც არაფერი ასეთი არ ხდენბა და ეს სოფლის გამგებლის წინააღმდეგ მიმართული "შავი პიარიაო".

ვითომ მერიის გამგებელი ნატოს აღმოსავლეთით გაფართოებას ხელმძღვანელობდეს და მას თავს ლიბერრალები ესხმოდნენ.

'.$TEXT['print'].'