"პატრიოტთა ალიანსის" დამფუძნებელი კენჭს დამოუკიდებლად იყრის
ავტორი: გურიის მოამბე
"პატრიოტთა ალიანსის" დამფუძნებელი კენჭს დამოუკიდებლად იყრის

გოჩა ძიმისტარიშვილი მომავალ საპარლამენტო არჩეწვნებში, გურიის მაჟორიტარულ ოლქში დამოუკიდებელი დეპუტატობის კანდიდატი იქნება:

"დედა ჩოხატაურიდან მყავს, მამა ლანჩხუთიდან, მე ოზურგეთში ვმოღვაწეობ და ჩემზე უკეთესი კანდიდატი ვფიქრობ გურიას არ ეყოლება" - უთხრა "გურიის მოამბეს" ძიმისტარიშვილმა.

ოზურგეთში მოღვაწე ადვოკატი, რომელის თავის დროზე გურიაში "პატრიოტთა ალიანსის" დამფუძნებელი და ქალაქ ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატი იყო, გამარჯვებას არჩენების პირველსავე ტურში გეგმავს და ამ გადაწყვეტილებასთან დაკავსირებით სპეციალურ მიმართვას ავრცელებს:

"ძვირფასო მეგობრებო. გადავწყვიტე კენჭი ვიყარო პარლამენტის წევრობაზე გურიის რეგიონიდან დამოუკიდებელი კანდიდატის სტატუსით. ვინც მე პირადათ მიცნობს ან გაუგია ჩემს შესახებ იცის, რომ ვარ უკომპრომისო მებრძოლი უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში.

ქართული ოცნების გურიის რეგიონის ადგილობრივი კლანი მათი კორუმპირებული ლიდერის ბეგლარ სიორიძის მეთაურობით წლებია ახორციელებს ჩემს მიმართ დაუნდობელ პოლიტიკურ დევნას და მხოლოდ იმიტომ, რომ არ გავხდი მათნაირი, ე.ი. ბიუჯეტის ქურდი.

ოზურგეთის საკრებულოში ჩემი ყოფნის დროს ყველაფერს ვაკეთებდი იმისათვის, რათა შემემცირებინა ის ზიანი, რასაც ქართული ოცნების კორუმპირებული ხელმძღვანელები სჩადიოდნენ თქვენს წინააღმდეგ, რის გამოც ყოველთვის მე ვზარალდებოდი და ხშირად სიცოცხლის რისკის ფასადაც კი, თუმცა მაინც ვაგრძელებდი ამ ბანდიტების წინააღმდეგ ბრძოლას.

მოგეხსენებათ საზოგადოებაში გავრცელებულია მოსაზრება, რომ წესიერი ადამიანიც კი, რომელიც თანამდებობაზე ხვდება ან თავის ნებით ივიწყებს ხალხს, ან აიძულებენ მას დაივიწყოს ხალხი, რათქმაუნდა ანგარების (ფულის) სანაცვლოდ. ჩემს შემთხვევაში კი მოხდა განსხვავებულად, კერძოდ, მე გახლდით ოზურგეთის საკრებულოში 2014-15 წლებში მაღალ თანამდებობაზე, ვიყავი  საკრებულოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარე, თუმცა როცა დამიდგა არჩევანი, ან ფული, ან სინდისი და ხალხი, მე გავაკეთე მეორე არჩევანი, ე.ი. სინდისი და ხალხის გვერდში დგომა და ეს მაშინ, როცა ბოროტებაზე დათანხმების შემთხვევაში უამრავ სიკეთეს მპირდებოდნენ, მათ შორის კომისიის თავმჯდომარეობის პოსტსაც შემინარჩუნებდნენ,  ხოლო ბოროტებაზე არ დათანხმების შემთხვევაში კი  მემუქრებოდნენ ყველანაირი სიბინძურეებით, მათ შორის სიცოცხლის ხელყოფითაც კი.

ძვირფასო გურულებო.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნები არის კორუმპირებული ქართული ოცნების (რომლებმაც მოახერხეს და ამ 8 წლის მანძილზე ბიუჯეტიდან მოიპარეს ან არამიზნობრივად დახარჯეს დაახლოებით 50 მილიარდი ლარი) დასამარების წელი, ვფიქრობ ეს გარდაუვალია,  თუმცა მეტად მნიშვნელოვანია ის გარემოება, თუ ვინ და რა ხალხი მოხვდება პარლამენტში.

მე მთელი ჩემი არსებით, სულითა და ხორცით (მათ შორის ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც) ყოველთვის ვებრძვი  უსამართლობას და ყოველთვის ვარ ხალხის გვერდით. პროფესიით ადვოკატი გახლავართ, ვარ აფხაზეთის ომის მონაწილეც.

ვსვამ კითხვას. გჭირდებათ თუ არა ჩემისთანა ადამიანი იყოს თქვენი  წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში. პასუხი რათქმაუნდა თქვენთვის მომინდვია, ე.ი. ყველაფერი თქვენზეა დამოკიდებული.

ასევე მინდა მორიდებით მოგახსენოთ, რომ მყავს მეუღლე და ორი შვილი. დედაჩემი ნაზი ჯულაყიძე დაიბადა და აღიზარდა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფ სურებში, მამაჩემის ბიჭიკო ძიმისტარიშვილის წინაპრები კი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მკვიდრი ხალხია, მე კი დავიბადე, გავიზარდე და ვცხოვრობ  ქ. ოზურგეთში.

ძვირფასო მეგობრებო, მე არასოდეს მიღალატია თქვენთვის და ეს ამბავი ბევრმა ჩვენს რეგიონში მცხოვრებმა ადამიანმა ძალიან კარგად იცის. ბუნებრივია მასე იქნება მომავალშიც, ვიქნები რა თქვენი და საერთოდ საქართველოს მოსახლეობის ინტერესების გულმხურვალე დამცველი ყოველთვის და ნებისმიერ სიტუაციაში.  ქოც-ბანდას გონია, რომ შეძლებენ თქვენი ხმების ყიდვას, დაშინებას და საერთოდ არჩევნების გაყალბებას, მაგრამ   მათ უკვე ასეთი „შტუკები“ აღარ გაუვათ, რადგანაც მათი  დამარცხება საერთოდ საქართველოს მასშტაბით გარდაუვალია.

აქვე მინდა მივმართო ოპოზიციას. მე არა ვარ არცერთი პარტიის წევრი, ვარ ნამდვილად დამოუკიდებელი კანდიდატი და იმ შემთხვევაში, თუკი თქვენ, ყველანი დამიჭერთ მხარს გარწმუნებთ-აუცილებლად მოვუგებთ ქოც-ბანდას არჩევნებს გურიაში პირველსავე ტურში" ნათქვამია ძიმისტარიშვილის მიმართვაში.

 

'.$TEXT['print'].'