ნასაკირალში, გუთურში და ერკეთში სკოლების მშენებლობა შეუჩერებლად მიმდინარეობს
ავტორი: გურიის მოამბე
ნასაკირალში, გუთურში და ერკეთში სკოლების მშენებლობა შეუჩერებლად მიმდინარეობს

გურიის რეგიონში ინფრასტრუქტურული პროექტები შეუფერხებლად მიმდინარეობს.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნასაკირალში 600 მოსწავლეზე გათვლილი სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს. პროექტის ღირებულება 7 022 440 ლარს შეადგენს.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში - გუთურში და ერკეთში ახალი საჯარო სკოლები შენდება. პროექტების ჯამური ღირებულება 4 მილიონ 63 000 ლარს შეადგენს. სამშენებლო სამუშაოებს, მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს.

მიმდინარე სამუშაოების პროცესს გურიის სახელმწიფო რწმუნებული ადგილზე გაეცნო.

'.$TEXT['print'].'