ჩოხატაურში „გუბაზეული 6 ჰესის“ მშენებლობა დაიწყება -
ავტორი: გურიის მოამბე
ჩოხატაურში „გუბაზეული 6 ჰესის“ მშენებლობა დაიწყება -
ჩოხატაურში, მდინარე გუბაზოულზე „გუბაზეული 6 ჰესის“ - სიმძლავრე 3.06 მვტ-  სავარაუდო წლიური გამომუშავება  20.25 მლნ.კვტ.სთ -საინვესტიციო ღირებულება  3 670 000 აშშ დოლარი - მშენებლობა იწყება - 

ამის შესახებ ინფორმაციას ენერგეტიკის სამინისტრო ავრცელებს:

"ენერგეტიკის სამინისტრომ გურიის რეგიონში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში მდ. გუბაზეულზე ასაშენებელი „გუბაზეული 6 ჰესის“ ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის ჩატარების, მშენებლობის, ფლობის და ოპერირების მიზნით ინტერესთა გამოხატვა გამოაცხადა. ინტერესთა გამოხატვა კომპანია  შპს “შელერი”-ის განაცხადის საფუძველზე გამოცხადდა.
„გუბაზეული 6 ჰესის“ დადგმული სიმძლავრე 3.06 მვტ-ია, სავარაუდო წლიური გამომუშავება კი  20.25 მლნ.კვტ.სთ-ს შეადგენს. პროექტის სავარაუდო საინვესტიციო ღირებულება  3 670 000 აშშ დოლარია. 
დაინტერესებულმა პირებმა პროექტის განხორციელების შესახებ განაცხადი ინტერესთა გამოხატვით დადგენილი პირობების შესაბამისად ენერგეტიკის სამინისტროში (სანაპიროს ქ. №2) 2017 წლის 30 ნოემბრის 18:00 საათამდე უნდა წარადგინონ." - იუწყება სამინისტროს ვებ გვერდი.
'.$TEXT['print'].'