ბოლო ერთ კვირაში ოზურგეთში ბენზინისა და გაზის ფასი 10-15 თეთრით გაიზარდა
ავტორი: გურიის მოამბე
ბოლო ერთ კვირაში ოზურგეთში ბენზინისა და გაზის ფასი 10-15 თეთრით გაიზარდა
ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ფასების მატება შეინიშნება თითქმის ყველა სახის პროდუქტზე. ლარის კურსის ვარდნამ გააძვირა საწვავიც.
დღეის მონაცემებით, ოზურგეთში ბენზინისა და გაზგასამართ სადგურებზე, ერთი კუბი გაზის ფასმა 15 თეთრით, ხოლო ბენზინის ფასებმა 5 დან 10 თეთრამდე მოიმატა.
სხვადასხვა ბენზინ და გაზგასამართ სადგურებზე ამ წუთისათვის არსებული ფასები:
"ვისოლი" ბენზინი ეკოპრემიუმი 2, 37 თეთრი, ევრორეგულარი 2,23 თეთრი
ეკოდიზელი 2,30;   ევროდიზელი 2, 25 დიზელ ენერჯი 2, 20;
"გალფი" პრემიუმი 2,29;   ევრორეგულარი 2, 17;
ევროდიზელი 2,19;  ეკონომ დიზელი 2, 09 
"სოკარი" სუპერი 2,47; პრემიუმი 2,37; ევრორეგულარი 2,20; დიზელი 2,17;
"პრომეთე გაზი" ერთი კუბი გაზი ღირდა 1,40 თეთრი; ახლა ღირს 1, 55;
როგორც ექსპერტები ვარაუდობენ, საწვავზე ფასების მატების ძირითადი მიზეზი ეროვნული ვალუტის კურსის ვარდნა გახდა.
ბენზინ და გაზ გასამართ სადგურებზე ვერ აკონკრეტებენ გაგრძელდება თუ არა ფასების მატების ტენდენცია მომდევნო კვირის განმავლობაში.
მათი თქმით, ეს ყველაფერი დამოკიდებულია ლარის კურსზე, რადგან როგორც ერთი, ასევე მეორე პროდუქტი, საზღვარგარეთიდან შემოდის და მისი ფასი აშს დოლართან ეროვნული ვალუტის კურსი არეგულირებს.
'.$TEXT['print'].'