ექსკლუზივი: გურიის გზებს მომდევნო 5 წლის განმავლობაში მსოფლიო ბანკი მიხედავს
ავტორი: გურიის მოამბე
ექსკლუზივი: გურიის გზებს მომდევნო 5 წლის განმავლობაში მსოფლიო ბანკი მიხედავს

თემურ ჯახვა:“გილოცავთ, ეს ისტორიული გადაწყვეტილებაა“

„მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში გურიაში მთავარი საავტომობილო მაგისტრალების მოვლა პატრონობა საკუთარ თავზე მსოფლიო ბანკმა აიღო. ამისათვის ეს საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაცია საერთო ჯამში 50 მილიონ ლარს გამოყოფს. ეს ისტორიული გადაწყვეტილებაა და შემიძლია ყველას მოგილოცოთ“-განუცხადა „გურიის მოამბეს“ „გზამშენი 18“-ის დირექტორმა თემურ ჯახვამ დღეს, ამავე ორგანიზაციის ოფისში.

„გურიის მოამბე“ ჯახვას, მისი მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებთან დღეს შემდგარი შეხვედრის დასრულებისთანავე ეწვია:

„მსოფლიო ბანკმა თავის თავზე აიღო გზების მოვლა მოწყობა, გზებისა და არხების გაწმენდა მოწყობა, გზების ორმოული შეკეთება - გადაკეთება თუ რეაბილიტაცია. ყველაფერ ამაზე სახელმწიფო თავისი მწირი ბიუჯეტიდან გამომდინარე ყოველწლიურად მილიონამდე ლარს ხარჯავდა, ახლა კი ეს ხარჯები ათმაგდება“-სიხარულს ვერ მალავდა „გზამშენი 18“-ის ხელმძღვანელი.

„ეს არის ხუთწლიანი პროგრამა, დღეს იმყოფებოდნენ ჩვენთან სტუმრად ორგანიზაციის წარმომადგენლები და მოხდა გზების დათვალიერება და შერჩევა. ესენია საჯავახო ქობულეთი, ურეკი-ოზურგეთი-შემოქმედის მიმართულება და ჩოხატაური ბახმარო. ყველა ამ მიმართულებით მსოფლიო ბანკის დახმარებით საერთაშორისო სტანდარტების გზა გვექნება“-თქვა ჯახვამ.

მისივე თქმით, ეს პროგრამა მომავალი, 2018 წლიდან დაიწყება და პირველ ეტაპზე მოხდება;

ა) კურორტ ბახმაროს მიმართულებით ნაბეღლავის 7 კილომეტრიანი გზის მოწყობა;

ბ) ნაგომრიდან ოზურგეთამდე და ექადიიდან ქაქუთამდე გზის რეაბილიტაცია;

გ) გურიანთისა და წვერმაღალის მონაკვეთზე გზების შეკეთება;

'.$TEXT['print'].'