ჩოხატაურში დაშავებული გერმანელი ტურისტი ხაშურში კვლავ დაშავდა
ავტორი: გურიის მოამბე
ჩოხატაურში დაშავებული გერმანელი ტურისტი ხაშურში კვლავ დაშავდა

ჩოხატაურში დაშავებული გერმანელი ტურისტი ხაშურში კვლავ დაშავდა

კურორტ ბახმაროში, თოვლზე სრიალისას დაშავებული გერმანელი ტურისტი, რომელიც ორივე ფეხის მოტეხილობით ჩოხატაურის საავადმყოფოში (მედალფას კლინიკა) იყო მოთავსებული, რეფელარული სამსახურის მიერ თბილისში ტრანსპორტირებისას კვლავ დაშავდა.

დაშავების მიზეზი რეფელარული სამსახურის მანქანის ქალაქ ხაშურთან ამოტრიალება გახდა.

როგორც რეფელარული სამსახურიდან გვატყობინებენ, ავტოსაგზაო შემთხვევისას მსუბუქად დაშავდნენ როგორც ექიმები, ასევე ტურისტიც.

როგორც ჩოხატაურში გვეუბნებიან, გერმანელ ტურისტის თბილისში გადაყვანის აუცილებლობა არ იყო, რადგან მას ჩოხატაურში ყველა საჭირო მკურნალობა მედალფას კლინიკაში უმაღლეს დონეზე ჩაუტარდა, თუმცა გაუგებარი მიზეზების გამო, ეს გადაწქყვეტილება ვიღაცამ "ზემოთ" მიიღო.

'.$TEXT['print'].'