ტრაგედიით დასრულებული საქორწილო სამზადისი-უბედური შემთხვევა ჩოხატაურში
ავტორი: გურიის მოამბე
ტრაგედიით დასრულებული საქორწილო სამზადისი-უბედური შემთხვევა ჩოხატაურში

27 წლის ახალგაზრდის ტრაგედია, რომელიც ქორწილისათვის ემზადებოდა და უბედური შემთხვევის მსხვერპლი გახდა.

გუშინ, ჩოხატაურის რაიონის სოფელ ამაღლებაში, 27 წლის ადგილობრივი, რომა სიხარულიძე დაკრძალეს.

როგორც "გურიის მოამბეს" ადგილიდან ატყობინებენ, სიხარულიძე უბედური შემთხვევას ემსხვერპლა - მეზობლებიდან საღამოს სახლისაკენ სანადირო თოფით მიმავალ ახალგაზრდას, სავარაუდოდ თოფი გაუვარდა, რის შედეგადაც ის ადგილზე გარდაიცვალა.

მეზობლების თქმით, რომა ამ დღეებში საკუთარი ქორწილისათვის ემზადებოდა, მისმა შეყვარებულმა, რომელიც რუსეთში ცხოვრობს და ეროვნებით რუსია, სოფელი ამაღლება უბედურ შემთხვევამდე რამდენიმე დღის წინ დატოვა და მშობლიურ რუსეთში იგივე მიზნით - საქორწილო სამზადისისათვის - გაემგზავრა. 

'.$TEXT['print'].'