ექსკლუზივი: ჩოხატაურის საკრებულოში "ნაციონალურმა მოძრაობამ" და "ევროპულმა საქართველომ" ერთობლივი ფრაქცია შექმნეს
ავტორი: გურიის მოამბე
ექსკლუზივი: ჩოხატაურის საკრებულოში "ნაციონალურმა მოძრაობამ" და "ევროპულმა საქართველომ" ერთობლივი ფრაქცია შექმნეს

როგორც "გურიის მოამბისთვის" ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, "ნაციონალურმა მოძრაობამ" და "ევროპულმა საქართველომ" ერთობლივი ფრაქცია შექმნეს- "გაერთიანებული ოპოზიცია ჩოხატაურისათვის".

ფრაქციის თავმჯდომარე "ევროპული საქართველოდან" ადგილობრივი ლიდერი - ლია ჩოგოგიძე იქნება, რომელსაც ფრაქციის დარეგისტრირებაზე განაცხადი ამ წუთებში შეაქვს საკრებულოში. 

თავმჯდომარის მოადგილე  "ნაციონალური მოძრაობიდან"  მამუკა ბარამიძე იქნება.

როგორც ჩოხატაურში აცხადებენ, ფრაქციის შემქნა, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის  განცხადების შემდეგ გახდა შესაძლებელი. როცა მან, საჯარო გამოსვლაში "ევროპულ საქართველოსთან" თანამოშრომლობაზე მზაობა გამოთქვა.

 

'.$TEXT['print'].'